ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ლელა მგელაძე
ჟანრი: პოეზია
21 დეკემბერი, 2015


_ _ _

          - - -
ხდება ხანდახან:
ყალბი ნაღდს ნთქავს,
ხელიდან სხლტება
წლობით ნათითხნი პოზიტივები.
დაფრთხები ხოლმე იმ ძაღლივით,
შიმშილით რომ  ქათმისაკენ წაუცდა პირი,
ხოლო პატრონმა საბარგულიდან
უცხო ქალაქში ჩამოაგდო...
და დიდ პატრონს საყვედურობ:
თუკი ვერაფრით გავიხსენებდი
რა შეგცოდე, სანამ შენთან, სახლში ვიყავი
საწუთროში რად გამომაგდე?!

        ---
თუკი სოფელი ამაოა,
პოეზია ხავსის მხოლოდ ერთი ძაფია,
რასაც რწმენაში ბზარებშეპარული
ჩასჭიდებია,


        - - -
რომ გგონია ესესაა ჭეშმარიტება აღმოაჩინე,
და ჩქარობ, სხვებსაც გაუზიარო,
გაიხსენებ: ის რომ ღმერთი სიყვარულია,
უკვე ითქვა, დიდი ხნის წინ.
ესეც ხომ ითქვა:
სისულელეა ყველა წიგნი, ყველა ქმედება,
ჭეშმარიტი ღმერთის - სიკეთის და პატიების
კონცეფციას თუ არ ატარებს;
რომ ულოგიკო არსებას ქვია ადამიანი,
რადგან ისმენს ყოველივეს, გაჩენის დღიდან
და მაინც, მუდამ ქვა უჭირავს.
და გაიფიქრებ: აზრი არა აქვს რაიმეს წერას,
რადგან ვისაც მიეცემა,
უშენოდაც მომწიფდება მასში
ნაყოფი მშვენიერების,
ხოლო ვისაც არ მიეცა, არათუ - შენ,
ღვთისსაიდუმლონაზიარებ ავტორებსას კი არ მოძებნის.

          ---
იმ გლეხის მსგავსად, წლის მოსავლიდან
დარჩეულ მარცვლებს
სათესლედ რომ გადაინახავს,
დრო მოთმინებით ახარისხებს
პოეზიის ოკეანის მტკნარ წვეთებს შორის
ჭრელ-ჭრელი ნიჟარებით გულსავსე ზვირთებს,
და ნაპირისკენ მიერეკება.

      ***

შემპარავია პოეზია,
გინდა წვეთი იგემო, მისი -
ზღვა შემოყვება, გადაგლეკავს.
ღმერთმა უწყის საით გაგრიყავს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები