ნაწარმოებები


დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თაზო ქიზიყელი
ჟანრი: პოეზია
22 დეკემბერი, 2015


წავალ

წავალ და ბინას დავიდებ მთებში,
იქ ლურჯთვალებას გავიჩენ წაწალს.
გავირინდები მის დალალებში
სულ აღარ ვიგრძნობ ტკივილს და დაღლას.

წავალ და ნისლებს ჩავყვები ხევში,
არაგვს შევურევ შენს ყველა ცოდვას
და შენზე ფიქრებს დავწვავ იქ მზეში,
ფერფლად გავატან ქარს შენზედ გლოვას.

წავალ და ლაგამს ავიღებ ხელში,
ფაშატს გავხედნი ველურს და გიჟმაჟს.
გათენებამდის ვაჭენებ ველში
გონდაკარგულნი შევხვდებით რიჟრაჟს.

წავალ და მახვილს ჩავიცემ მკერდში,
მომაკვდავ გულის შევიგრძნობ თრთოლვას.
სხეულ მივუგდებ ყორნებს იქ ფრდში,
გაყინულ სულს კი გავატან თოვას.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები