ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
4 იანვარი, 2009


მეგობარ პოეტებს

რომ ვდგავართ, ესეც ბედის მადლია,
ზოგჯერ გალუმპულ ჩიტებს ვედრებით,
ვინ დაგვამადლის მიწას ადლიანს,
თუ ცას ბავშვივით ვუმზერთ ვედრებით.

მასვით ზედაშე, ზარზმის ზარია,
სულზე ჭრილობა დაჭრილ ცად იქცა,
ეჰ , ძმებო, ნაღდად თქვენი ბრალია,
რომ ღამე ჩემ წინ მთვრალი წაიქცა.

ნასეტყვარ ზეცას ცრემლით ავყურებთ,
როგორმე წავა ეს ნასესხები,
ვერც შინ ჯალაბი ვერ დავაპურეთ,
ობლად გვისხედან ჩვენი ლექსები.

გაჰყვება ქარებს ცის იმედები,
უბიწო სხივით კრთება სამხრეთი,
და შემოდგომის ნაზი ხედები,
ჩანს, როგორც უფლის გადმოსახედი...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები