ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ნაირიმ-ი
ჟანრი: პოეზია
25 დეკემბერი, 2015


თუ ქარმა ხასიათი გაგიფუჭათ ნუ წაიკითხავთ ))))

              * * *

ფერი  დაედო  გარეშემო  ყველაფერს  ნაცრის -
დილიდან  ჟინჟღლავს ... 
ბოლო  დღეებსაც  დეკემბერი  მალე  ჩამოცრის ...

10.12.2015


              * * *

მალე  ზამთარი  ჩამოდგება, 
შემოალაჯებს,
ცივი  ქარბუქით  წამოხვეტავს 
ფოთოლთ  თაბახებს,
მიწას  დაფიფქავს  გაშიშვლებულს, 
მიწას  ნაბახებს
და  ქონდაქარად  მიეხლება 
ზეცაში  თაღებს ...
თეთრი  სიჩუმე  გაიშლება, 
დატბორავს  ბაღებს.

12.12.2015


ერთი  ძველი ესკიზის  გამო ...

მოსაღამოვდა.
სევდით უცქერენ ერთადერთ სარკმელს
მზესუმზირები თიხის ქოთნიდან.

14.12.2015


                * * *

თითქოს  მოლოხის*
მოსდებიათ  სამსხვერპლო  ცეცხლი,
ტყვიისფერ-ქუფრი  ღრუბლები  ცაზე.

16.12.2015

მოლოხი * - (ებრ. ‏ מולך‏‎‎‎  - „მეუფე“) იგივე „მელეკ“. ზოგიერთი ძველი სემიტური ტომების ღვთაება. სწირავდნენ ბავშვებს, ცეცხლში დაწვით. 


                * * *

დეკემბრის  დილა. 
ყინვის  ბურუსი  მისწი-მოსწია  და  გაისუსა -
ცის  კიდის  თავზე  ზამთრის  ცოტამზე.

20.12.2015


ფსევდო  მიმინო (ირონიანარევი)

არ  ეპუება  ზამთრის  ქარცოფს, არ  იცის  დაღლა,
ცაზე  ლივლივებს,  ზე-მიიწევს, სულ  მაღლა,  მაღლა ...
ქაღალდის  პარკი ...

23.12.2015


მხიარული  ფიქრები ტვინზე (ანუ ტარიელური) ...

დღისით  ცაზე  მთვარე  „რო  ჯდის“,
სარკმლიდან  ჩანს  ჩემი  „ლოჯის“...
ტვინი  ფიქრობს,  ამგვარად  სჯის:
დედამიწის  იქით  მხარეს, 
ღამე არის  უმთვარო -
ფაქტობრივად  „კუკუნეთი“, 
ფერი,  ამერიკულ  „დოჯის“.

ჟანგმოდებულ  ანჯამივით
ბრუნავს  ტვინი,  ვერ  ისვენებს:
არა,  მაინც,  იქ,  კოსმოსში, 
რა  აჩერებს  ამ  ჯამივით  სავსე  მთვარეს,-
უმიწოდ  და  უმყაროდ?..

რო  ქოთქოთებს და  რო  ბრუნავს,
როგორც  ფერსო,  ციბრუტი,
მეთოდია  ალბათ  დასჯის
და  მიზეზი  სიმრუდის.

25.12.2015

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  თიო ვულოცავთ დაბადების დღეს