ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: შოთაგამგონეიშვილი
ჟანრი: პოეზია
28 დეკემბერი, 2015


დედა მინდა რომ გითხრა ბოდიში..

დედა, მინდა რომ გითხრა მადლობა,
ბედად აღმოვჩნდი, მე შენს მუცელში,
ერთად, ვიპოვეთ ყველა შეცდომა,
ჩემი ცხოვრების ყოველ ფურცელში.

დედა, მინდა რომ გითხრა მადლობა,
ჩემთვის შებმულხარ ყველა უღელში,
სადაც დამჭირდი იყავი იქვე,
ხანაც ტკბილი და ხანაც უხეში.

დედა, მინდა რომ გითხრა მადლობა,
შენ გამაჩინე, დღეს კი ვწერ ლექსებს,
ვიცი გაწყენ და, მაინც გითხარი,
ვიღებდი ათებს ახლა კი ექვსებს.

დედა, მინდა რომ გითხრა მადლობა,
როცა მშიერი იყავი მაშინ,
იშიმშილე და ბავშვებს გვაჭამე,
თანაც თვითონვე იყავი ბავშვი.

დედა, მინდა რომ გითხრა მადლობა,
ბებო და ბაბუ როგორ ადარდე,
გაგვაჩინე და მთელი ხალისი,
ახალგაზრდობის წლები გადადე.

დედა, მინდა რომ გითხრა მადლობა,
რათა მიკრავდი ყოველთვის თასმებს,
გავიზარდე და ჩემი თასმები,
ჩემი ასაკის გოგონებს დასდევს.

დედა, მინდა რომ გითხრა მადლობა,
დედამიწაზე ფეხით დავდივარ,
ვნანობ აქამდე არასდროს მითქვამს,
ახლა კი ფიქრობ როგორ გავზრდილვარ.

დედა, მინდა რომ გითხრა მადლობა,
ვიცი კითხვისას მოვა ცრემლები,
აი რამდენჯერ უკვე გატირე,
მაგრამ, შენ მაინც თავზე მევლები.

დედა, მინდა რომ გითხრა მადლობა,
ზოგი ტკივილი ტანჯვით გატარებს,
არ გაგვიმხილე რადგან მომავალს,
არ გვიფუჭებდი შვილებს, პატარებს.

დედა, მინდა რომ გითხრა მადლობა,
რადგან არსებობ ისე ძლიერი,
შენ იყო მანდ და მე ვიყო აქეთ,
შენით ამაყი და ბედნიერი.

დედა, მინდა რომ გითხრა მადლობა,
რადგან ძლიერად იღებდი ამბებს,
რომ შენი შვილი საკუთარ ჭკუას,
დალევაში და წევაში აბნევს.
მე ადრიანად წამოვიზარდე,
ვიცი ხანდახან შოთიკო გაბნევს,
ცუდი შვილი ვარ მაგრამ გპირდები,
აღარასოდეს გავსინჯავ აბებს.

დედი, მინდა რომ გითხრა ბოდიში,
რადგან გაყენებ ხშირად ტკივილებს,
ბოდიში თუკი ვერ გავუძელი,
გაბრაზებული დედის კივილებს.

დედი, მინდა რომ გითხრა ბოდიში,
ბედი, არ გწყალობს ხანდახან ვიცი,
ხანდახან ვიცი ტირი ლოგინში,
ბოდიში ბევრჯერ გავტეხე ფიცი.

დედი, მინდა რომ გითხრა ბოდიში,
რადგან გირეკავ როცა მჭირდები,
მრცხვენია მაგრამ მიდით გამკიცხეთ,
გამოვასწორებ დედი, გპირდები.

დედი, მინდა რომ გითხრა ბოდიში,
ათასსში ერთხელ რომ გეუბნები,
დედი მიყვარხარ დედი მჭირდები,
და შენც საყვედურს ვერ მეუბნები.

დედი, მინდა რომ გითხრა ბოდიში,
ყველა ცრემლისთვის რაც წამოგსვლია,
და მაინც ფიქრობ შვილებზე უკეთ,
შედევრი მეტი არ გამოგსვლია.

დედი, მინდა რომ გითხრა ბოდიში,
შენს იქით უცხოს ვუწოდებ ლამაზს,
გარედან ჩანს რომ კარგი შვილი ვარ,
ნუთუ კარგობას ეძახით ამას.

დედი, მინდა რომ გითხრა ბოდიში,
რადგან გინებას გეჩვია შვილი,
მრცხვენია მაგრამ ვერ დავაფასე,
შენი სახელი და შენი წვლილი.

დედი, მინდა რომ გითხრა ბოდიში,
თუკი ოდესმე ისეთი მოხდა,
გაწყენინე და ვერც კი გავიგე,
ბაგეზე თურმე ცრემლები მოგხვდა.

დედი, მინდა რომ გითხრა ბოდიში,
ვიცი მშვენივრად გესმის ეს განცდა,
ახლა ნუ ტირი პირიქით ღიმილს,
აჩუქე თავი, ტირილიც აგცდა.

დედი, მინდა რომ გითხრა ბოდიში,
რადგან ეს ლექსიც დავწერე მთვრალზე,
ნუ მაიძულებ გპირდები ჩემით,
დავდგები ჩემი ცხოვრების გზაზე.

შენ ნახე, ჩემი პირველი ლექსი,
ვიცი ხანდახან ვერ იგებ ჩემსას,
თუნდაც მე ისევ მივიღო ექვსი,
გპირდები მაინც მივაღწევ ჩემსას!

დედი, მინდა რომ გითხრა მადლობა,
დედი, მინდა რომ გითხრა ბოდიში,
დედი, მინდა რომ გითხრა მიყვარხარ,
დედი, ნუ ტირი ჩუმად ლოგინში..

შოთა გამგონეიშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები