ყველა სიმღერა იყო-სიყვარულზე, ყველა ღიმილი იყო-სიყვარულზე, ყველა ტირილი იყო-სიყვარულზე, სიყვარული კი, უჩინო და უფრთო ქარივით, იყო ყველგან და არ იყო არსად.
ყველა გაბუტვა იყო-სიცოცხლისთვის, ყველა დარჩენა იყო-სიცოცხლისთვის, ყველა სიკვდილი იყო-სიცოცხლისთვის, ხოლო სიცოცხლე, ცალფრთიანი გამჩენის ჩიტი, შეცდომით მეჯდა მარცხენა მხარზე.
ყველა ყოყმანი იყო- სიკვდილისთვის, ყველა გაქცევა იყო-სიკვდილისთვის, ყველა სიცოცხლე იყო-სიკვდილისთვის, ხოლო სიკვდილი, უხორცო და ყორნისფრთისფერი, მეჯდა, მარცხიანს,მარჯვენა მხარზე...
და ყოფნა იყო-არყოფნისთვის, არყოფნა იყო-ყველაფრისთვის.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ზუსტია! როგორ ხართ მანდ, შორეულ დაბაში? ზუსტია! როგორ ხართ მანდ, შორეულ დაბაში?
2. ძალიან სევდიანია.
ყველა სიკეთე! ძალიან სევდიანია.
ყველა სიკეთე!
1. ყველაფერი იწყება სიყვარულით და მთავრდება სიყვარულით. იმედი არ კვდება არასდროს. ყველაფერი იწყება სიყვარულით და მთავრდება სიყვარულით. იმედი არ კვდება არასდროს.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|