ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: შოთაგამგონეიშვილი
ჟანრი: პოეზია
4 თებერვალი, 2016


ბავშვობა

მომენატრა ამ მომენტში ბავშვობა,
ვიზრდები და ამივარდა თავში,
იმ ცრემლების ახლა მინდა გაშრობა,
"დედა მინდას" რო ვყვიროდი ბაღში.

მახსოვს როგორ მიზიდავდა სკოლა,
მშურდა როცა ვუყურებდი დიდებს,
შეჯიბრება სირბილში და რბოლა,
ახლა მხოლოდ სურათებად მიდევს.

მომენატრა ამ მომენტში თამაშობა,
ეზოდან რო მეძახოდნენ სახლში,
მომენატრა "ჯეირანზე" კამათობა,
უნებურად სევდა დგება თვალში.

მახსოვს ბაღში საქანელა იდგა,
კატაობის მეშინოდა მარტოს,
მახსოვს ჩემი დაჟანგული ციგა,
თბილისში ხომ არასოდეს ართოვს.

მომენატრა "გარაჟებზე" ფრენა,
მიტოვებულ "ჟიგულში" რო ვძვრებით,
"გიჟობანას" თამაშობდა ყველა,
ახლა მხოლოდ გახსენებით ვტკბებით.

მახსოვს როგორ მაძინებდა დედა,
ჩემ დასთანაც ყველა ჩხუბი მახსოვს,
"მარიოსთან" დამაბრუნა ნეტავ,
ამ ყველაფრის გაფიქრება მათრობს.

"დეჟავიუ" განიცადა ლექსმა,
ვითომ გადის უცებ ათი წელი,
თექვსმეტისა რომ ვიყავი მაშინ,
რა დრო იყო დაბრუნებას ველი.

ნეტავ რატომ დამეუფლა განცდა,
მომავალს ვერ გავუსწორე თვალი,
შიშით თვალებს აღარ უნდათ დაცდა,
დავიწყებას ვეგებები მთვრალი.

თუ ოდესმე მომეცემა შანსი,
დროის ღუზას აფრიანად გავშლი
სიყვარულზე რაც კი რამე მითქვამს,
გრძნობიანად ლექსიანად წავშლი.

შოთა გამგონეიშვილი
ჯერ კიდევ ბავშვი
16.06.15

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები