ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: შოთაგამგონეიშვილი
ჟანრი: პოეზია
20 იანვარი, 2016


შუაღამის შემოდგომა

შუაღამის პოეზია თითქოს,
განსხვავდება შუადღისგან რითი?!
ალტერეგო სულ ამაზე ფიქრობს,
ლეგენდაა ჭორია თუ მითი.

შუაღამეს მუზა უფრო ხსნილი,
აზრებს შორის დასეირნობს მარტოდ,
ყველა ლექსსში შეიტანა წვლილი,
თემატიკაც გახსნილი აქვს ფართოდ.

მოდი ახლა ვისაუბრებ ჩემზე,
მეშვიდე თვეს დავუბრუნდი კალამს,
სანამ სტროფებს არ ავიყვან წვერზე,
გამარჯვების არ ავუშვებ ალამს.

შემოდგომის ჟამია და ფხიზლად,
სევდიანად ვუცდი სავსე მთვარეს,
გათენება დავისახე მიზნად,
ძილს და ღვიძილს უჩხუბიათ მთვრალებს.

სიყვარული ჯიუტობს და ურჩობს,
მონატრებაც რომ უდგება მხარში?!
წამში სამჯერ გულში ხიჭვებს ურჭობს,
უნდობლობა შეიმჩნევა მათში.

სხვა გრძნობები იმალება გვერდზე,
გამოჩენა უყვართ მხოლოდ დღისით,
არ ფიქრობენ სიყვარულზე, მტერზე,
მე კი ყოველ ღამე ვკვდები მისით.

ვინატრებდი ვიყო მშვილდის ისრად,
მატერიას გავეყარო გულში,
მინახია ასეთი რამ სიზმრად,
სიყვარული გაეცვალათ ფულში.

ასეთია შემოდგომის ღამე,
ასეთია განსხვავება მასში,
სეზონებზე მომიყევი რამე,
ფოთოლცვენა ლიდერია მათში.

შემოდგომის პოეზიაც თითქოს,
სხვებისაგან განსხვავდება რითი?!
ალტერეგო არაფერზე ფიქრობს,
არც ლეგენდა არც ჭორი არც მითი.

შ.გამგონეიშვილი 03:53 - 22.09.15

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები