ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: შოთაგამგონეიშვილი
ჟანრი: პოეზია
26 იანვარი, 2016


წვიმის გარდაცვალება

წვეთი დაიხევა ნისლში აკორდებად,
ღამით სხაპასხუპი ყურებს არ ასვენებს,
თვალმა მიესალმა მზეს და, გამთენიას,
სიცხით გარდაცლილი წვიმა გაასვენეს.

ზეცა მარტო დარჩა მოუკლეს ცრემლი,
ღრუბლებმა იწყეს უცრემლო გლოვა,
როცა იჭექა ელვამ სევდიანი,
ერთად მოვიდნენ სეტყვა და თოვა.

წვიმას მიუჩინეს სახლი სასაფლაო,
მიწამ მიიბარა ყველა მისი წვეთი,
წვიმის მოკვლას ჯობდა ჩვენი სასაკლაო,
მუზამ მოიგონა თვითონ წვიმის ღმერთი.

ასე მიილია წვიმის გასვენება,
ასე სტიქიებმა ნახეს ტკივილი,
ასე გვიჭირს ხოლმე ხალხის გახსენება,
ასე გვიწევს ხოლმე ცხარედ ტირილი,
ასე წვიმის წვეთით ის დღე მახსენდება,
როგორ დავინახე შენი ღიმილი,
ისე გამიღიმე როგორც გათენება,
როგორც აისის მთებთან ჭიდილი.

ხოდა ამიტომაც ასე დამეწერა,
ასე შთამაგონეს შენმა თვალებმა,
წვიმის წვეთებად უნდა აღმეწერა,
წვიმის მამაცი გარდაცვალება.

13.06.15 შ.გამგონეიშვილი
ეს ლექსი დავწერე 12ში ღამე უკვე 13გახდა.. წარმოდგენა არ მქონდა თუ რაიმე მოხდებოდა უბრალოდ დავწერე რადგან დიდი ხანი იყო გასული მას შემდეგ რაც ბოლოს იწვიმა, ბედის ირონია, რას ქვია გარდავიცვალეო და..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები