ნაწარმოებები


დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თაზო ქიზიყელი
ჟანრი: პოეზია
28 დეკემბერი, 2015


პოეტესა

განმერიდე, ანგელოზო,
მშვენიერო პოეტესა,
გთხოვ, რომ აღარ მასმენინო,
შენი სულის ნაზი კვნესა!
არ დაუშვა, რომ შევეხო
მაგ უნაკლო ლამაზ სხეულს,
მერე რაღა დააოკებს
ამ ბაგეებს მრუშს და წყეულს...
განმერიდე, სანამ დროა,
თორემ მუზად მეხატები!
ფიქრი ურცხვად გაგაშიშვლებს,
ვნებად შემომეხატები.
ალბათ ისევ ზღვარს გადავალ,
სულით შევასკდები ზეცას,
მაგრამ როცა შენზე დავწერ,
მე მინდა, რომ სულ არ გეცვას...
განმერიდე, ანგელოზო,
მშვენიერო პოეტესა,
გთხოვ, რომ აღარ მასმენინო,
შენი სულის ნაზი კვნესა.

თ. ქიზიყელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები