ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ნაირიმ-ი
ჟანრი: პოეზია
29 დეკემბერი, 2015


ჩიტების შურდა ...

ჰეროდია

წვერზე  ჩამოისვა  ხელი  ინიანი,
ფაჩვნილ  წარბებიდან  მზერა  ლიბრიანი
სხეულს  მიებჯინა...
ცეკვავს  სალომეა  რაღაც  უცხო  ჟინით,
ვნება  ცას  ასკდება  მისტიურ  კიჟინით,
კდემას  მიეძინა...

26.12.2015


          * * *
Поднимаю шторы...
Увы и луна
Облаками зашторена...

27.12.2015


ფიქრები  სავარძელში  ანუ -
ო,  რა ძნელია  როცა  ღმერთი  ხარ ...

როცა  შენა  ხარ  ანიც,  ჰოეც,  დაუსასრული,
როცა  ცხადია  შენთვის  ყველა,  დროში  ფარული,
ძნელია,  ალბათ,  მოგერიოს  თვალებზე  რული...
სრული  ამ  სიტყვის  მნიშვნელობით - ვაი,  ბედკრული!

27.12.2015


გალაკტიონი

ჩიტების  შურდა,
გალაქტიკებზე  ოცნებობდა,  გაფრენა  სურდა,
სხვა  ყველაფერი,  თვით  სიცოცხლეც,
მიაჩნდა  ხურდად.

27.12.2015


          * * * 

მხოლოდ  ჭადრები  შრიალებენ  დეკემბრის  ქარში ...
არ  ემეტებათ,  გაზაფხულის  ეფემერები -
ხმელი  ფოთლები.

28.12.2015

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  თიო ვულოცავთ დაბადების დღეს