ნაწარმოებები


დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თაზო ქიზიყელი
ჟანრი: პოეზია
31 დეკემბერი, 2015


ქართველი

ჩემთვის ის არის ქართველი,
ნამდვილი წმინდა ჯიშითა,
ვისი ყოფა და ამაგი
დროს უზომია მისხლითა.
არ  მოჰყოლია ქადილსა,
იმის მტკიცებას ფიცითა,
თუ როგორ უყვარს მამული
მისი ცითა და მიწითა.
მუდამ რომ დაღალულია,
მოყვასის ბედზე ფიქრითა,
ვინაც გმირების საფლავებს,
მთხვევია კრძალვა რიდითა.
წინაპართ მადიდებელი,
გაუტეხელი ფიცითა,
მომხვდურის დამღონებელი,
გაუმაძღარი სისხლითა.
ჩემთვის ის არის ქართველი,
ნამდვილი წმინდა ჯიშითა,
ვისი საბრძოლო ყიჟინაც,
მტერს სისხლს უყინავს შიშითა.

თ. ქიზიყელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები