თუ პოეტი ხარ *** თუ პოეტი ხარ, ე.ი. ვიღაცა გისმენს, გისმენენ, თუმცა არ არიან ფედერალები. და მარტივია დაინახო ზურს გუკან სივრცე, ხალხიც, რომელსაც სასიკვდილოდ შეებრალები. თუ პოეტი ხარ, საუბარში იყავი ძუნწი, არ თქვა, რომ ბედმა დაგჩაგრა, ან რაიმე მსგავსი, შეხედე, ქუჩის მუსიკოსებს, მსმენელიც უჭირთ, შენ კი, როდესაც ლექსს კითხულობ დარბაზებს ავსებ. თუ პოეტი ხარ, ნუ ინატრებ უყვარდე ვინმეს, და ნუ აიღებ შენს დამბაჩას სწორედ ამისთვის, მხოლოდ სამშობლოს უსახსოვრე შენივე სიყრმე, არ გახდე დროის მორჩილივით შესაბრალისი. თუ პოეტი ხარ, საერთოდაც ნუ დაწერ ლექსებს, ცხოვრება ყველას აწერინებს, ყველას აფიქრებს, არ ჩაუღრმავდე ბანქოსა და ყავის ნალექებს, და ნუ გახდები სიყვარულის გამო არიფი. ზოგჯერ თვალები გაცილებით მეტსაც ამბობენ, ზოგჯერ სიტყვები ცარიელი შეგრძნებებია, ისე აკეთე ყველაფერი ღმერთი გმადლობდეს, თორემ ხალხს, თუ კი მოუარა შეგეხებიან... თუ პოეტი ხარ, ყველგან წადი, დატოვე კვალი, იარე სანამ ამოსუნთქვით არ დაღლი ფიტვებს, უკლებლივ ყველას გაუსტუმრე სიცოცხლით ვალი, და შენთან ვალში თუ კი დარჩნენ არ გაგიკვირდეს. არ დაელოდო ვინმეს მოსვლას, თვითონვე მიდი, დროა ყველაფრის მოსამართლეც და განაჩენიც, იცხოვრე, ისე რომ აღმოჩნდე ვინმესმით ხიდი, სხვებს უშველო და თან შენ იყო გადასარჩენი. ,,თუ პოეტი ხარ, ყველაფერი მაგარი გქონდეს,'' დრო აქეთ აგყვეს, უზენაეს სამართლის დარგად, არ შეუშინდე თუ იცხოვრებ, დაგროვილ ცოდვებს, გეძახონ გიჟი, ნუ იქნები ნურასდროს ბარგი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. იცით პოეტებმა თქვენი საქმე და მისაბაძი ხალხი ხართ :) წარმატებები... იცით პოეტებმა თქვენი საქმე და მისაბაძი ხალხი ხართ :) წარმატებები...
4. "თუ პოეტი ხარ, საერთოდაც ნუ დაწერ ლექსებს," - დიდი შეგნება )
მაგარია, ისეთი ჯანსაღი თავდაჯერებულობა იგრძნობა, აშკარად სექსის მერეა დაწერილი )))
სათაური რო წავიკითხე, მეთქი ახლა ეს ვინღაა, ჭკუას რომ გვასწავლის-მეთქი, მაგრამ - ნწ.. მაგარი ლექსია. "თუ პოეტი ხარ, საერთოდაც ნუ დაწერ ლექსებს," - დიდი შეგნება )
მაგარია, ისეთი ჯანსაღი თავდაჯერებულობა იგრძნობა, აშკარად სექსის მერეა დაწერილი )))
სათაური რო წავიკითხე, მეთქი ახლა ეს ვინღაა, ჭკუას რომ გვასწავლის-მეთქი, მაგრამ - ნწ.. მაგარი ლექსია.
3. გეძახონ გიჟი!
+5 გეძახონ გიჟი!
+5
2. "თუ ძალგიძს დარჩე ძველებურად მშვიდი და მტკიცე...":)
კიპლინგის "თუ"...ს მელოდოა აქვს ლექსს, თუმცა იყო კარგი ადგილები... "თუ ძალგიძს დარჩე ძველებურად მშვიდი და მტკიცე...":)
კიპლინგის "თუ"...ს მელოდოა აქვს ლექსს, თუმცა იყო კარგი ადგილები...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|