ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კინწურაშვილი
ჟანრი: პოეზია
30 დეკემბერი, 2015


ვიღაც

***
ჩემი ღიმილი ჭადრის
წითელღაწვება ფოთლებს,
ქუჩაში ვიღაც დადის,
ვიღაც ძალიან თბილი,
არ მალავს თავის გრძნობებს,
ალბათ დილამდე ივლის.
კისერზე შალის კაშნე,
თმებში ფოთლები ჭადრის,
და სხვა ვერაფერს ვამჩნევ,
დადის, ქუჩაში ვიღაც,
თუ სიყვარული არის,
მე ის ვიღაცა მიყვარს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები