ნაწარმოებები



ავტორი: ჯიჯი
ჟანრი: პოეზია
30 დეკემბერი, 2015


მე ვწერ, მე მინდა ლექსის მოხეთქვა

გული ამოთქვამს ლექსებს მდუღარეს,
გული ხომ ლექსის არის საცავი,
არ შემიძლია ბაგემდუმარედ,
მაქვს მღელვარება გამოსათქვამი.
მსურს გავხსნა იგი, ამოვალაგო
და დავაპურო სულნი მრავალთა,
სისხლით ფურცელი უნდა დავლაქო,
აი, ბრიალი უმძაფრეს ალთა.
მოსკდა გრძნობები, უფრო მობევრდა,
რა დააოკებს სულს ასე მკივანს,
მე ვწერ, მე მინდა ლექსის მოხეთქვა,
ლექსის, რომელიც გულებთან მივა.

                                                9.11.2015

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები