ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თაზო ქიზიყელი
ჟანრი: პოეზია
3 იანვარი, 2016


ყვავილო

ურჩი ფიქრების ამშლელო,
ტურფა ყვავილო ფშავისა,
იმად ვარ გალაღებული,
შენს გულში მზე რო ჰყვავისა.
ბაგეზე ბაგეს გამთხვევო,
ასე რომ მიმხელ წადილსა,
ეგ ცეცხლი ისე მომედო,
ვეღარ ვპოულობ ადგილსა...
მიძინებული გრძნობები,
შენი თუ აიშალაო,
ჩემსას რაღასღა ერჩოდი,
რად გამაწამე ქალაო?
მაგ სილამაზის ცქერაში
ლამის დღე დამეთვალაო.
სულ მაგ უბეში ჩამებნა,
ის მარგალიტის ჭალაო,
თან მითხარ,- ჩაგისაფრდები
არ მოგაცილებ თვალსაო.
მალულად დამაცქერდოდი
რო დაგანახებ ხალსაო,
ისე მოგხიბლო საჩემოდ,
არ იკარებდე სხვასაო.
ალერსით გახელებულსა,
ვეღარ მიხსნიდე მკლავსაო.
ნეტავ, სად იყავ აქამდის
ტურფა ყვავილო ფშავისა,
შენი სურნელით დამთვრალსა
ჟინი მკლავს შენი ბაგისა.

თ. ქიზიყელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები