ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: პოეზია
7 იანვარი, 2016


მონატრება_ანბანური


                                                    (თაზოს)
ა_ხლაც  ზუსტად ისეთია  ჩვენს ეზოში კოწახური
ბ_ევრად  უფრო  ლამაზიო, შენ იტყოდი , ვიდრე  ბუჩქი
გ_ვიანდელი  შემოდგომის სუნი ასდის დედამიწას
დ_ა  დღეები დამოკლდაო, ზამთარია ურცხვი

ე_ნატრები , ჩემს ფიქრებსაც ენატრები
ვ_ეღარ  ვსუნთქავ, გულს უყვარხარ ურჩი
ზ_ამთრის  ღამემ  შენი  სუნთქვა  გამახსენა
თ_ბილ საბანსაც  ხელისგულში ვჭმუჭნი...

ი _ფეთქა და იყვავილა ვარდმა,  გვიან  გადარგულმა
კ_ვირა დილით დამახვედრა დაბერილი  კვირტი
ლ_ოდინისგან დაიწურა  გადაღლილი  გული
მ_იმიხვდა და შენს მაგივრად წამომიწყო ფლირტი

ნ_ამიანი ფოთლები  მომატმასნა  წელზე
ო _ხშივარი მომაგება დილის, მზის და მიწის
პ_აემანზე  დამიბარა, სიფრიფანა კაბით
ჟ_რუანტელმა დამიარა, სურვილისგან ვიწვი...

რ_არიგ მიკვირს, დავუკოცნე ფოთლები და ყველა  კვირტი
ს_უსტმა მხრებმა ვერ გაუძლო უსასრულო ლოდინს
ტ_ანზე, მხრებზე შემომეწნა, გულისპირში ჩამივარდა.
უ_ნდოდა, რომ სურვილისგან დამეკარგა გონი.


ფ_არულ  სურვილს მოვერიე და ვნებიან  ღალატს
ქ_არი ქროდა ავხორცი და  მეხვეოდა წელზე
ღ_ამის  სუნთქვა , შენი სუნთქვა ,  გამახსენა ღილმა
ყ_ვავილმა და ეკლებმა რომ შემაწყვიტა მკერდზე.

შ_ემოდგომის სუნი ასდის  ჩვენს ეზოს და  მიწას
ჩ_ვენ კოწახურს ისეთი აქვს  ფერი, როგორც შარშან
ც_აზე ღრუბლის ყველა ფთილა გადარეკა  ქარმა
ძ_ლიერ მინდა,  შენს მკლავებში ვირწეოდე  ახლაც

წ_ამი , წუთი, წელიწადი, უშენობას ვითვლი
ჭ_რიალებს  და ზედმეტია ჩემი ეზოს კარიც,
ხ_ომ გვინდოდა, კოწახურზეც  გამოვკვანძეთ  თასმა
ჯ_ანმრთელი და  თმახუჭუჭა რომ გვყოლოდა შვილი.

ჰ_ოდა  ახლა  გვჭირდები და  ორივესთან  მოდი  ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები