 | ავტორი: თოლიგე ჟანრი: საბავშვო 9 იანვარი, 2016 |
სხვა საქმე რომ აღარა აქვს, ნისკარტით ჭორები დააქვს და ბუდეში სხვებს თავხედად ჭორს ულაგებს კვერცხთან ერთად. ჭორს ჭახჭახის ადევს ფონი, არ სჭირდება მიკროფონი, სანამ ტყის ბოლომდე გავა, აიწებებს კიდევ მრავალს _ მართალს, ტყუილს, გამოგონილს, გაახარებს რამდენ მოცლილს და ისეთი უბრუნდება მომგონს _ უჭირს დაჯერება. ბრძენივით რომ მაღლა წელავს, ბრჭყალით წაწვეტებულ ცერას, იქნევს გველის მაკრატელას _ მაგ წასაჭრელს ძირში ენას, აქეთ ჭრის და იქით კერავს, ერთგან უსმენს, სხვაგან ზვერავს, ბუზს სპილოზე დიდად ბერავს, მოაბეზრა თავი ყველას.
ვინც ჭორებით მთელ ტყეს ართობს, გუგულივით რჩება მარტო!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ნეფერტარი., გაიხარეთ, დიდი მადლობა! :) ნეფერტარი., გაიხარეთ, დიდი მადლობა! :)
11. მშვენიერია. :)
მაგ წასაჭრელს ძირში ენას,> იმ წასაჭრელს ძირში ენას, + + +
გუგული (ფრინველი) რა თქმა უნდა მარტო არ რჩება, სხვაგვარად კვერცხსაც ვერ დადებდა. არც ბუდის პარაზიტიზმი ახასიათებს ყველა სახეობას.
ლექსი კი ძალიან მომეწონა.
მშვენიერია. :)
მაგ წასაჭრელს ძირში ენას,> იმ წასაჭრელს ძირში ენას, + + +
გუგული (ფრინველი) რა თქმა უნდა მარტო არ რჩება, სხვაგვარად კვერცხსაც ვერ დადებდა. არც ბუდის პარაზიტიზმი ახასიათებს ყველა სახეობას.
ლექსი კი ძალიან მომეწონა.
10. თეატრალურშიდაც რომ გამოადგებათ დიდებს მეტყველების გაკვეთილისთვის, ისეთიცაა :) თეატრალურშიდაც რომ გამოადგებათ დიდებს მეტყველების გაკვეთილისთვის, ისეთიცაა :)
9. ჰო,საბავშვო ნამდვილად არაა, ისე კი კარგია ეს მსახიობი თუ ჭორიკანა "გუგული" ჰო,საბავშვო ნამდვილად არაა, ისე კი კარგია ეს მსახიობი თუ ჭორიკანა "გუგული"
8. მუხა., გმადლობთ, რომ კითხულობთ!
ჰო, გუგული ზარმაციცაა, ეგოისტიც და ესეც არ ვაკმარე, ახლა ჭორიკნობაც დავაბრალე. :) მუხა., გმადლობთ, რომ კითხულობთ!
ჰო, გუგული ზარმაციცაა, ეგოისტიც და ესეც არ ვაკმარე, ახლა ჭორიკნობაც დავაბრალე. :)
7. გუგული ზარმაცია, სხვის ბუდეში კვერცხებს დებს , თავისთვის გუგუნებს და თავისთავზე მეტად არავინ უყვარს ამიტომ რჩება მარტოოო, ასე ამბობენ რა ვი.. გუგული ზარმაცია, სხვის ბუდეში კვერცხებს დებს , თავისთვის გუგუნებს და თავისთავზე მეტად არავინ უყვარს ამიტომ რჩება მარტოოო, ასე ამბობენ რა ვი..
6. ნათია ჯაფარიძე. _ დიდი მადლობა! :) ნათია ჯაფარიძე. _ დიდი მადლობა! :)
5. ჭა. მეც მოგიკითხე :* ჰო, იქნებ ასეც მოხდეს :)
ჭა. მეც მოგიკითხე :* ჰო, იქნებ ასეც მოხდეს :)
3. მოგიკითხე თოლიგე...:-* ამ ლექს წაიკითხავს, გაუქრეს ეგება ჭორაობის მადა...:) მოგიკითხე თოლიგე...:-* ამ ლექს წაიკითხავს, გაუქრეს ეგება ჭორაობის მადა...:)
2. jonatan livingstoni. კი, იგავ-არაკია :) რა ვიცი, მაინც საბავშვო მივუთითე. გმადლობ, ჯონათან :*
jonatan livingstoni. კი, იგავ-არაკია :) რა ვიცი, მაინც საბავშვო მივუთითე. გმადლობ, ჯონათან :*
1. მთლად საბავშვოც არ უნდა იყოს ეს :)
იგავ-არაკია, შეგონებიანად :)
მთლად საბავშვოც არ უნდა იყოს ეს :)
იგავ-არაკია, შეგონებიანად :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|