აპოგეა *** პოეტი არა ვარ! ამაზე შევთანხმდეთ... ან თუ ვერ შევთანხმდით, ბოდიში და თქვენი... წმინდანიც არა ვარ, ხელით რომ შემეხოთ. უბრალო ბიჭი ვარ, უბრალოდ ქართველი. ნუ მარქმევთ კეთილს და ნუ მარქმევთ თავმდაბალს, უბრალოდ ასეა! ასეა, არ ვცდები, მე ჩემი ცხოვრების სასჯელი თავად ვარ, არ მინდა ეგ თქვენი ტიტულის სასჯელი. ეს წვიმა კი არა, ღრუბლების შარდია, რამდენი სულელი პირღია სეირნობს, არ მიყვარს გზა, სადაც ყველანი დადიან, მარტო ვარ, ბატონო, თუ გნებავთ სენიორ. ეგ თქვენი სათვალე, ყველაფრის მთქმელია, სადა მაქვს მაგდენი აზრი და გონება, თქვენ ალბათ სახლიდან გასულს შინ გელიან, მე როცა გავდივარ ლოდინიც მომყვება. პოეტი არა ვარ! ამაზე შევთანხმდეთ... ან თუ ვერ შევთანხმდით, ბოდიში და თქვენი... წმინდანიც არა ვარ, ხელით რომ შემეხოთ. გამიშვით, საბრალო, საბრალო ქართველი!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ანანე კიკნაძე, მახსოვს რომ საქართველოს ნაკრების არგულშემატკივრობის გამო როგორ წამშალე მეგობრების სიიდან. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივარი უფრო საინტერესოა ალბათ შენთვის. და ალბათ სწორედ ამის გამო გავხდი შენთვის ჩუმად მოჩხუბარი. მე ხო საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივარი არა ვარ.
ელადა ჯანო ჭა მადლობთ რომ კითხულობთ. ანანე კიკნაძე, მახსოვს რომ საქართველოს ნაკრების არგულშემატკივრობის გამო როგორ წამშალე მეგობრების სიიდან. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივარი უფრო საინტერესოა ალბათ შენთვის. და ალბათ სწორედ ამის გამო გავხდი შენთვის ჩუმად მოჩხუბარი. მე ხო საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივარი არა ვარ.
ელადა ჯანო ჭა მადლობთ რომ კითხულობთ.
4. მომეწონა...სათქმელი ნათქვამია...კარგადაც...:) 4
მომეწონა...სათქმელი ნათქვამია...კარგადაც...:) 4
3. ერთი შეხედვით "ქართველი" კი უხდება ლექსს, მაგრამ შინაარსობრივად ეროვნების აღნიშვნის მუღამს ვერ მივხვდი. მეტიჩრულად კი არ ვამბობ, მართლა ვერ მივხვდი. არადა საკმაოდ ნორმალური ნაწერია. ყოველთვის მაინტერესებს, სულ გაბრაზებული რატომ ხარ და ჩუმჩუმად რატომ ჩხუბობ შენს ნაწერებში? ერთი შეხედვით "ქართველი" კი უხდება ლექსს, მაგრამ შინაარსობრივად ეროვნების აღნიშვნის მუღამს ვერ მივხვდი. მეტიჩრულად კი არ ვამბობ, მართლა ვერ მივხვდი. არადა საკმაოდ ნორმალური ნაწერია. ყოველთვის მაინტერესებს, სულ გაბრაზებული რატომ ხარ და ჩუმჩუმად რატომ ჩხუბობ შენს ნაწერებში?
2. კაი კაცი ხარ. შემოგევლე !!! კაი კაცი ხარ. შემოგევლე !!!
1. მე რომ გავდივარ ლოდინიც მომყვება–მომეწონა! მე რომ გავდივარ ლოდინიც მომყვება–მომეწონა!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|