ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ნაირიმ-ი
ჟანრი: პოეზია
10 იანვარი, 2016


ბედნიერ 2016 წელს "ურაკელებო"!

საღიმილო სერიიდან ...

ქალი  ვნახე  ეშხიანი,  მოღიმილე,  როგორც  დილა,
ტომით  თაბასარანელი*,  თმა  გიშერი,  თვალებ  ლილა.

რომ  შევხედე,  ელდა  მეცა,  თავს  დამემხო  თითქოს  მე  ცა,
კაბა  ეცვა თუ  არ  ეცვა,  ვერც  კი  მივხვდი,  გამაბეცა,
შემომხედა,  დავიბენი,  ლამის  მუხლი  მომეკეცა,
დამკრა,  თითქოს  იყო  დენი,  თვალი  ელმად  გამიცეცა.

30.12.2015

თაბასარანი * - კუთხე დაღესტანში



ახალი  წელი  ქართულად 
                  (სახუმარო)

იცით  ახალწელს  ჩვენთან  რა ხდება?
იმდენ  ღვინოს  და იმდენ  არაყს  ვსვამთ, 
ორნახადიც  კი  ბოლოს  რახდება*!

31.12.2015

რახი* -  ერთნახადი  არაყი  ანუ იყი (საბა).




ზაფხულის  ნოსტალგია  ...
ანუ  იანვრის  პირველი  ლექსი

სიომ  იანგლა,
წამოკეცა  კაბა  კლიოში.
მის  უნებურად 
აიშალა  გრძნობა  რიოში*...
ზღვა  ნელა  ფშვინავს...
ალბათ  სიცხეა  ახლა  რიოშიც*.   

04.01.2016

რიოში* - არაწმიდა, გინა  ყალბი (საბ)
რიო* - რიო-დე-ჟანეირო  ქალაქი ბრაზილიაში (პორტ. Rio de Janeiro - იანვრის მდინარე)




მომენატრა ...

მომენატრა  კვამლი  ბუხრის 
და  ძახილი  სტუმრის,
როცა  თოვლი  ხვავრიელობს, 
ტოტი  თავს  რომ  უხრის.

მომენატრა  როცა  ბარდნის 
და  სიოც  კი არ  ქრის,
როცა  უცქერ  ცას  და  თითქოს, 
გაქვს  შეგრძნება  ვარდნის.

06.01.2016



შობის  ღამე ...

ჩამოიღვენთა  საშობაო  ბოლო  სანთელიც...
სულგაყინული  ჩემი  ქალაქი
ღამეს  დანებდა.

07.01.2016



          * * *

აქეთ  მომხედე  ადამის  ძეო, 
უნდა  გახარო, 
ერთი  ამბავი  უნდა  გახარო - 
ის  არ  ყოფილა  დაუსაბამო, 
უნივერსუმი  არ  ყოფილა  უძირო  ხარო. 

ადამიანო,  ჩემო  კეთილო, 
ასე  უთხარი, 
როდესაც  შენი  დადგება  ბოლო, 
როცა  დაშრება  სიცოცხლის  წყარო,
იმას  უთხარი,  ეს  უთხარი  ლეთაზე  ქარონს: 

ჰე,  საიქიოს  დიდო  მაყარო, 
ჰეი,  შენ,  ქარონ! 
თუნდ  ჩემი  სული  სხეულს  გაჰყარო,
სიცოცხლე  მაინც  ყოველთვის  ხარობს...
თვითონ  იგია  დემიურგი,  მთელი  სამყარო. 

08.01.2016

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  თიო ვულოცავთ დაბადების დღეს