ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
10 იანვარი, 2016


ფეისბუქური

( ციკლიდან ,, ეტიუდები")

დრო რა მწარე წამალია, ვიცით ორმა.
სიმწარეში ოდნავ სიტკბოც ურევია.
სხვა რაღა თქვას ამ ცხოვრების ვიზიტორმა,
ეს წამალი  მართლა თუ დაულევია.

ხედავ, ბედმა ბოლოს როგორ შეგვახვედრა
ღელვის მერე კენტად გამორიყულები?
,, - მიხარია ,, ფეისბუქზე" როცა გხედავ.
ამ სურათში კარგად გამოიყურები."

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები