ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თაზო ქიზიყელი
ჟანრი: პოეზია
12 იანვარი, 2016


სერობა

სერობა აქვთ ბაღში
შემოდგომის ფერებს,
მზე კი მათ უბეში
აფათურებს ხელებს,
ეჭვიანობს ქარი,
უცნაურად შფოთავს,
დაჰქრის აქეთ-იქით
შეშლილივით ბორგავს.
ჭორიკანა ნუშებს
აუქცია გვერდი,
ნორჩ ალუბალს ეტკბო,
დაუკოცნა მკერდი.
წელზე მოეხვია
და ოქროსფერ საცვალს
ურცხვად უალერსა-
ვნებით გამონაცვალს.
სახე შეეფაკლათ
ცისფერ ქრიზანთემებს,
სერობა აქვთ ბაღში
შემოდგომის ფერებს.

თ. ქიზიყელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები