ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ლელა მგელაძე
ჟანრი: პოეზია
12 იანვარი, 2016


მონატრება

ღმერთს ვინც ეძებ, სახიერს თუ არასახიერს.
ერთი სახელით, თუ უამრავ სახელში გაშლილს,
იცოდი? მას სუნიცა აქვს. –
ზღვის სურნელი,
განზავებული მანდარინის ყვავილობით,
მაისის თვეში;
გემო - სარდაფში აღმოჩენილი,
დედის მიერ უკანასკნელად მოხარშული
მსხლის მურაბისა;
ფერი – ყვითელი, გაცრეცილი ქაღალდისა,
სადაც მერხიდან შერჩენილი კალიგრაფიით
და შავი მელნით გაცოცხლებული
სიტყვები ყვავის:
“რაფერ ხარ, დედა გენაცვალოს.
სიზმრები აღარ მასვენებენ, მალე ჩამოი.” 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები