ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ნაირიმ-ი
ჟანრი: პოეზია
15 იანვარი, 2016


10.01.2016 - 14.01.2016

სამახათე  ლექსების  სერიიდან  ...

                * * *

ფრინველები  ყველა  მიყვარს,
მარა,  ჩვენებური  ბუ,
მირჩევნია  იმ  აფრიკულ
ორჩოფეხა  მარაბუს.

                * * *

ვეფიცხები  ზამთრის  მზეს  და
ვფიქრობ  ზეცა  ალბათ  შეცდა,
გუშინ  ქარი  ღრუბლებს  ხევდა,
დღეს  კი  გაზაფხული  მეცა.

10.01.2016


                    * * *
ქუჩაში ქარი სისინებს, წივის,
შეგრძნება რაღაც უსიამო,
უცხო, სიცივის ...

დედიშობილას,
არ ციოდა ნეტავი ადამს? -
ვფიქრობ ...

ქურაზე, ობლად,
ჩაიდანი ოდნავ შიშინებს.
ყავას დავლევ და დავიძინებ...

ზამთრის ამქარი,
სარკმლის მიღმა,
გაბმით სტვენს ქარი.

12.01.2016


                    * * *
ვზივარ  და  ვხატავ,
                    ღამეს  ვეფერები...
ტელევიზორი  აზრებს  მიფანტავს...
ცეკვავენ,
      ირევა  საგნებზე  ფერები,
დიქტორი:
        თურქეთში 
                  მომხდარა 
                          თავდასხმა...
„აზრთა  ფანტასმა“...
როკავს  სალომეა  ქონდაქრის  ძღვენით,
მუსლინის  ფატა  სხეულს  ვერ  მალავს -
სიშიშვლე  ატანს 
              ვით  ფატა-მორგანა...
ღამეს  ვეფერები...

14.01.2016

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები