ნაწარმოებები


დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თაზო ქიზიყელი
ჟანრი: პოეზია
16 იანვარი, 2016


წამოდი

ისევ ივლისის ხვატია,
ფიქრი მწვავს ისე მახელებს.
ნეტაი, ის დრო დაბრუნდეს,
რომ გავურბოდით მნახველებს.
წამოდი, ისევ გავიქცეთ
მთისკენ გავუყვეთ ბილიკებს.
ღამეც იმ ქოხში ვათიოთ,
მწყემსი რომ გაგვაქილიკებს.
დილით კვლავ გამოვიპაროთ,
სანამდე გნოლი იყივლებს.
წამოდი, სანამ ახსოვხარ
შენსავით შეშლილ ჩანჩქერებს.
მზეც ისევ ისე დაგვიწვავს
სხეულზე ვნების ნამქერებს.
წამოდი, ოღონდ წამოდი,
ისევ დაგიკრეფ შალშავას.
დეკიანებში შენს გარდა
არ ვეყმო არც ერთ ქალშავას.
წამოდი, ჩუმად გავთელოთ
სხვისი ოხერი სათიბი
თუ ისევ დაგვიღამდება
ზვინი დავშალოთ ნათიბი.
ან შამბიანში გაგიფენ,
ბუერას ფოთლებს ნამიანს.
ზემოდან ურცხვად დაგხედავ
მკერდსავსეს, ლამაზ ტანიანს.
წამოდი ისევ გავუყვეთ,
მთისკენ მიმავალ ბილიკებს.
დღეს ხომ ივლისის ხვატია,
არავინ გაგვაქილიკებს.

თ. ქიზიყელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები