ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ალექსანდრე მიშელაშვილი
ჟანრი: პოეზია
16 იანვარი, 2016


როცა ღრუბლები

როცა ღრუბლები იბერტყავენ , დაბლა სითეთრეს,
როცა ფიფქები, ანგელოზთა ცრემლის ბრალია,
აქ უნდა იდგე და იმ დღეებს ერთად ვითმენდეთ,
რაც ამ ჩემს სულში, შენს გარეშე, თოვლს უბარდნია.
აქ უნდა იდგე,
მომეცი ხელი , სანამ თვალები თოვლმა დაბურა.
მოდი თვალებში, ჩავიწუროთ თოვლის სითეთრე
და მერე მხარი, თუნდ სიკვდილის როკვას ავუბათ.
მოდი შეხედე, ზეცა ღრუბლებს როგორ მიითრევს,
ზედ ვარსკვლავებზე, როგორ აფენს ნაჩხვლეტ იარას.
მოდი და როგორც მძიმე ჯვარი, ისე მიტვირთე,
რომელსაც სტკივა, თუკი ზედვე თვითონ გაგაკრავს.
*******************************
ფრთა მოტეხილ ჩიტთან,
ღერო მოტეხილ ყვავილთან,
ტოტ მოტეხილ ხესთან.
რამდენჯერ შევჩერებულვარ,
სევდა ჩამდგარი თვალებით.
რამდენჯერ მიგრძვნია,
რომ წასვლისას ,
რაღაცას ვტოვებდი ნუგეშივით.
მაგრამ ეს მანამ,
სანამ ჩემთანაც,
ჩემი თვალებიდან გამოჟონილი,
ტკივილი შეაკრთობდა ვინმეს,
ნუგეშისთვის შეაჩერებდა
და მაშინ მივხვდი:
არ შეიძლება,
ვის ტკივილსაც შენ ვერ გაიგებ,
ასე უბრალოდ,
რაიმეთი დააიმედო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები