ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
20 იანვარი, 2016


მე შემიძლია თვალებით გითხრა...

მე შემიძლია თვალებით გითხრა
როგორ მიყვარხარ ბუნებით კეთილს,
მე შემიძლია გელოდო დიდხანს,
ეს მოლოდინიც სიყვარულს ერთვის.

ვერ შეგიყვარებს ისე ვერავინ,
როგორც უყვარხარ ამ გულს ვნებიანს...
ღამენათენებს შენთვის მერანი
თვით ტატოსავით მიჭენებია...

მოვალ... ამ ერთხელ მაგრად გაკოცებ
და ჩაგეკვრები მკერდში, ვით ბავშვი,
ხმამაღლა ვიტყვი: ღმერთო დალოცე,
აუფრიალე მანდილი ქარში.

მე შემიძლია თვალებით გითხრა
როგორ მიყვარხარ ბუნებით კეთილს,
მე შემიძლია გიყურო დიდხანს,
ჩემი კაცობაც სიყვარულს ერთვის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები