ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
18 იანვარი, 2016


აღარაფერი

(ლ.ბ.-ს, ციკლიდან ,,ეტიუდები")

ვუთხარი, მორჩა, ყველაფერი დამთავრდა-მეთქი.
თავიდან - შეცბა. ვერ ეშვება ეს კაცი ვნებას!
აღარაფერი მაქვს გულიდან ამოსახეთქი.
სასაცილოა, ახლა ცდილობს ჩემს გაცინებას.

დიდი დაცხომა-აციება-გამყინვარება,
გადატანილი გრიგალები მალის-მალები
წარსულს ებაროს. ძველი უკვე  არ მეყვარება,
ახალ სიყვარულს - ცხრა მთას იქით დავემალები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები