ნაწარმოებები


დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თაზო ქიზიყელი
ჟანრი: პოეზია
19 იანვარი, 2016


ყველა მნათობს

ყველა მნათობს მირჩევნია ჩემი სოფლის მთვარე,
აქ ყველა მთა წმინდა არის, მის ქვეშ მოელვარე.

ვერ იპოვი ვერც ერთ მწვერვალს, რომ არ ეგდას ნიში,
არ ეწეროს ზედ უკვდავი მეომართა ჯიში.

ვერ იხელავ ვერც ერთ საყდარს, უცხო ხელით ნაგებს,
მათ ლოდებზე ჩუქურთმებად ამოკვეთილ ჰანგებს.

აქ ყველა ქვა სასანთლეა, რწმენით სალოცავი,
მათი ხილვა და შეხება - ღმერთი საოცარი.

ეს წალკოტი სისხლის ფასად გამოსტაცეს დევებს,
კოპალაზე მათი გმინვა დღესაც ესმით ხევებს.

მათ ნამუხლარს დასცქერიან გულზვიადი მთები
და გაისმის სიჩუმეში მათი ბრძოლის ხმები.

ისევ გივლის ბრძოლის ჟინი უნებურად ტანში,
კვლავ ყივილი არწივისა შეგერევა ხმაში.

და ჩაგესმის ზეციური მოწოდება ღვთისა:
''გიჯობს მოკვდე და მამული არ გახადო სხვისა!''

სხვის სამოთხეს მირჩევნია ჩემი ტკბილი მხარე,
ხან დიდებით ანთებული და ხან მგლოვიარე,

ტკივილების გადამტანი და უბადლო ლხინში,
ლომგულების საბუდარი, არ გამტყდარი ჭირში!

თ. ქიზიყელი


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები