ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
25 იანვარი, 2016


სამს უკლია წუთი ათიოდ ( ციკლიდან " ღამე" )


შუაღამეა, სამს უკლია წუთი ათიოდ,
სრული სიჩუმე, მანქანა თუ გადაჭრის ღამეს.
მთვარე კიდია, პროფილი აქვს მეტად მკაფიო,
სულ არ ადარდებს ის, რომ მალე ყვითელ სულს დალევს.

ვითომ ბევრია,მთვარევ,შენზე ნათქვამი უკვე
და მოსაწყენი გახდა ჩვენთვის დაბლიდან ცქერა?
არა მგონია, ნახევარზე მეტს მალავ უკან
საიდუმლოს და კიდევ ბევრჯერ გაგვანდობ მჯერა.

ღამეა, სიზმრად ერთი პირი ვიბოდიალე
და მახსოვს სიკვდილს დავუდექი თითქოს დარაჯად,
ან რა მოყვება, ან რა დაწერს იმ ფორიაქებს,
სამყარომ  ჩემს წინ  გაიხადა ლურჯი ფარაჯა.

ვწევარ, გონება სწრაფად  დაჰრის, დრო მძიმედ გადის...
მხოლოდ ის ისმის, მანქანა თუ ღამეს გადაჭრის
და ბოლოს ფიქრით, ისევ შენთან, -შენი მკლავს დარდი-
სიკვდილზე მეტად შემეშინდა შენი დაკარგვის.

ვუყურებ მთვარეს, სასიკვდილო პირი არ უჩანს,
არადა ღამეს დღის ლაქები უკვე გაუჩნდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები