ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
26 იანვარი, 2016


სხვა ქალი

,,ცხოვრება უნდა იყოს აწყობილი"-
ქმარი მარიგებდა აწ ყოფილი -

,,ცივ-ცივი ღვინო,
საღიღინო
და მზად მაცივარში -
ხინკლის ფარში.

სუფრა - ხელდახელ გაწყობილი.
არ აკლდეს შემწვარი და დაცხობილი!

იყავ ბედნიერი! გაგასაღე,
დაგატოვებინე სატუსაღე."

მიკვირდა, ,,ეს - რანაირია!''
მერე ერთიანად აირია.

მერე რაც იყო, ზღაპარია.
ნამყოს  - შავი მიწა აფარია.

გავიგე, ცხოვრება რაც ყოფილა,
ვნება და ნება როგორც დაყოფილა,
სხვა ქალად  ვარ გადაწყობილი,
რაღამ გამახსენა აწ ყოფილი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები