ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
27 იანვარი, 2016


სამი წერტილი

დატოვა კვალი სამივე წერტილმა
სიტყვების, ართქმულის.
ეს უხმოდ გაპარვა რატომღაც მეწყინა,
თუმც, ნუ გავართულებ...
იქნებ არ სურდათ ხმამაღლა გამხელა
ნაგრძნობი ფინალის...
ფიქრმა თვალებში ისე ღრმად ჩამხედა,
რომ ფიქრი ვინანე...
სამი წერტილი, ის სამი სიტყვაა
ახლა რომ მაკლია...
სარკეში ანარეკლს იმ ქალთან მივყავარ,
თვეს რომ ჰგავს ნაკიანს...
წერტილის დასმა თუ ხელოვნებაა,
ხელი მაქვს ვნებული...
ნატვრას არავინ აკითხავს ჩემ გარდა,
მარტოა, შევუვლი...
    26.01.16

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები