ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
29 იანვარი, 2016


მამის ცრემლები (ჩანახატი)

- მამი, სოხუმი ლამაზი ქალაქია?
- ძალიან ლამაზია შვილო.

- როდის წამიყვან?
- სამწუხაროდ პასუხი არ გამაჩნია.

- მამი, აფხაზეთში ბევრი მეგობარი გყავს?
- მყავდა შვილო... მათი უმეტესობა ომს შეეწირა. ნეტავ მეც მათთან ერთად მოვმკვდარიყავ.

- ომი რატომ დაიწყო?
- არ ვიცი შვილო... ჩვენ აფხაზებისთვის არაფერი დაგვიშავებია... მესამე ძალა ჩადგა ჩვენს შორის და დროებით გაგვთიშა. შორს გაგვიფრინდა მშვიდობის მტრედი.

- მამა ანდრია რატომ მოკლეს?
- იმიტომ, რომ აფხაზებს ქედი არ მოუხარა, არ დაუჩოქა! აფხაზეთს ქართულ მიწად მიიჩნევდა, ეს კი აფხაზებმა არ აპატიეს!

- მამი, დედაც ომში დაიღუპა?
- ჰო, შვილო... ჩემს გვერდით იბრძოდა, მკერდში დაიჭრა... ჭრილობა საბედისწერო აღმოჩნდა. რომ იცოდე, როგორ მიმძიმს ამ ყველაფრის თქმა... მერჩივნა ტყვია მომხვედროდა და გავეთავებინე, ოღონდაც შენთვის ეს ყველაფერი არ მეამბნა.

- ნუ სტირი მამი, რომ გავიზრდები ორ დაპირისპირებულ მხარეს ერთმანეთთან შევარიგებ.
- ღმერთმა გისმინოს შვილო, იქნებ შენმა თაობამ მაინც მოახერხოს ის, რაც მე და ჩემმა ამხანაგებმა ვერ შევძელით.

- მიყვარხარ, მამი!
- ჩემო ვაჟკაცო! ღმერთი გწყალობდეს მუდამ საქართველოსთან ერთად. მომავალში შენს მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი გამარჯვების საწინდარი ყოფილიყოს!

ოთარ რურუა

2016 წელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს