ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
5 იანვარი, 2009


ტაქსების გაჩერებაზე

_ ბოლო ვინ არის?
ვკითხულობ მე და
ვიკავებ ჩემთვის
განკუთვნილ ადგილს.
_ ბოლო ვინ არის?
ჩამესმის მძიმედ
და დრო ზოზინით
აღარც კი გადის.
აგერ, ვიღაცა
გარბის ურიგოდ,
უნდა ამ ჩოჩქოლს
გაექცეს თითქოს,
მოდის ახალი მგზავრი
ქოშინით,
მოდის და წასვლას
პირველი ითხოვს.
დგება ჩემი დროც
და დაბნეული,
მეც სხვათა განვლილ
ბილიკს მივყვები,
და ბოლო მგზავრის
იმედით დაღლილ,
ლოდინით დაღლილ
ბედზე ვფიქრდები...
                              1982წელი



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები