ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლანაპატარაია
ჟანრი: პოეზია
6 თებერვალი, 2016


საუკუნის სახსოვარი

ჩემი აზრი მაქვს ამ ცხოვრებაზე და ტყვილა წავალობთ,
როგორ გეტყობათ რომ არ მიცნობთამ აზრს არ დავთმობ,
ოცდამეერთ საუკუნე, ევროპელობა,
გასამართლებლად სხვა რა გვინდა?!  ესეც გვეყოფა,
ცუდია ბევრმა ვერ შეაფასა სწორად დინება,
რომელიც არის საუკუნეთა დიდი მიღწევა,
თქვენ თუ ის გინდათ იყოთ ცნობილი გქონდეთ დიდება,
უმთავრესია არ დაკარგოთ მაშინ ღირსება,
მრუში ცხოვრებით, სულს დაკარგავთ თქვენ და ზარებად,
მონაპოვარი გადიქცევა უცებ ზმანებად,
მოვა უჩინო, ყველა სურვილი, ჟინი გაქრება,
როცა მოკვდებით თქვენგან მხოლოდ მიწა დარჩება,
თუმც საამოა ამ ქვეყნიური ცდუნებით თრობა,
ქვესკნელისაკენ გვექაჩება სურვილი გრძნობა,
მიქელას ხომ არ ჩვევია ხალხის დანდობა,
მთავარია სიკვდილის მერე ვინ რა დატოვა,
ჩემი აზრი მაქვს ამ ცხოვრებაზედა ტყვილა წავალობთ,
როგორ გეტყობათ რომ არ მიცნობთამ აზრს არ დავთმობ,
ასე თუ განაგრძობთ თქვენგან მხოლოდ ლეში დარჩება,
წლები გავადა ის ლეშიც დალპება ,
როცა მიკვდებით თქვენგან მხოლოდ მიწა დარჩება,
საუკუნის სახსოვარი ბევრმა დატოვა,
რომელიც ჩვენ გადმოგვეცა შთამომავლობას,
სიკვდილის შემდეგ მთავარია ვინ რა დატოვა ,
რომელიც უნდა დავუტოვოთ შთამომავლობას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს