ნაწარმოებები


დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თაზო ქიზიყელი
ჟანრი: პოეზია
1 თებერვალი, 2016


სილაღე მომენატრა

სილაღე მომენატრა, მთას შეზრდილი ქალისა,
მისი კანის სურნელი, ნათიბი ბალახისა.
ლამაზ წელზე უეცრად, შემოხვევა მკლავისა
და გაპობილ ბაგეზე, დაწაფება ბაგისა.
მიბნედილი ნათება მომენატრა მთვარისა.
ლანდებად მოფარფატე, აჩრდილები ღამისა.
მერე, ზედ დათენება, ყურება მზის ალისა
და ხასხასა ბალახზე, გაბრწყინება ნამისა.
მთის ფერდობებს შეფენა, მომენატრა ცხვარისა.
მომენატრა ქრაფზე, გაელვება ნალისა.
გახელებულ ბედაურს მიშვება ლაგამისა.
ჭიუხებში ჭენება და ექო ნაპრალისა.
მომენატრა სიგიჟე, ვნებისაგან მთვრალისა...
სავსე მკერდზე ყურება, ვერ მოწყვეტა თვალისა!...
ფარდაგზე მოცახცახე, მღელვარება სანთლისა,-
და მთრთოლვარე სხეულზე, დატოვება კვალისა...
სილაღე მომენატრა, მთას შეზრდილი ქალისა,
მისი კანის სურნელი, ნათიბი ბალახისა!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები