ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გურამ ლაცაბიძე
ჟანრი: პოეზია
2 თებერვალი, 2016


ფრენა

მიაპობს გემი ტალღის ნიავქარს,
ყველაზე მეტად ალბათ დროს ჩივის.
ჰორიზონტამდე გაშლილ იალქანს,
გამოვეკიდე ალბატროსივით,

თან მომყვებოდნენ, ვიწრო ღელეთი,
პირდაღებული პირანიები.
რაც უფრო შორი იყო ხმელეთი,
უფრო ნაკლებად ვინანიებდი -

- სულის სხეულში ემიგრაციას,
სხეულს გამოჭრილს სულზე უდავოდ,
და ვრწმუნდებოდი ღმერთიც კაცია,
როცა ზეცაში ღრუბლით გუნდაობს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები