,,ამელის დღიური,, ზამთრის არდადეგები დაიწყო და მეც,ჩვეულებისამებრ პარიზში მივემგზავრები..რათქმაუნდა მატარებლით..მამა როგორც ყოველთვის ნერვიულობს ჩემს მარტო მგზავრობას,ახლა დედაც დაემატა და ამავსეს დარიგებებით... -ამელ,თბილად ჩაიცვი,როცა გარეთ გახვალ! -წვიმაში არ იარო,შენებურად! -ადრე დაიძინე და დილით ისაუზმე,ბებოს ნუ გააბრაზებ! -ბებოს და სერჟის საჩუქრები ხომ არ დაგავიწყდა?! ეს და კიდევ უამრავი... დედას და მერის დავემშვიდობე და მანქანაში ჩავჯექი.. მიყვარს იმის მოლოდინი,თუ როგორ შემხვდებიან ბებო და სერჟი.მერე ყოველ საღამოს როგორ დავანთებთ ბუხარს,მოვწრუპავთ გლინტვეინს და ბევრს ვისაუბრებთ.. მატარებელში ავდივართ,მამა ჩემს ადგილამდე მაცილებს,მკოცნის და კიდევ ერთხელ მახსენებს,რომ თავს გავუფრთხილდე.. მე ფანჯრასთან ვჯდები,გარეთ თოვს.. ყურსასმენებს ვიკეთებ და ჩემს მუსიკას ვრთავ..წიგნებიც მაქვს,მთელი ორი საათი რაღაცით ხომ უნდა გავირთო თავი?!..თანაც სკოლაში თავისუფალ თემას ვწერთ,ფრანგ მწერალ ქალებზე..მე შარლოტა ბრონტე ავირჩიე,ამიტომაც ,,ჯეინ ეარი,,-ს ვკითხულობ.ძალიან მომწონს,განსაკუთრებით მისტერ როჩესტერი.. ჰოდა,ვზივარ და ვკითხულობ..ჯეინი ედვარდის ცოლის შესახებ იგებს და გარბის... მატარებლის გამცილებელს ლამაზი,ვერცხლისფერი ურიკით სასმელები შემოაქვს და გვთავაზობს.. ჩაის ვართმევ და ჩანთიდან შოკოლადს ვიღებ..ასე უფრო გემრიელია.. ..მაინც რა სულელია ეს ჯეინი,ნეტა სად გარბოდა..?! არაფრის დიდებით არ მივატოვებდი ედვარდს.. ცხელა..შარფის მოხსნა დამვიწყებია,რა ბატი ვარ.. უკვე მგონი მესამედ გავხედე ჩემს მოპირდაპირედ მჯდომ ბიჭს და სულ მე მიყურებს..არ მივაქცევ ყურადღებას.. დიახაც..! ვცდილობ წავიკითხო,მაგრამ ეს ბიჭი ხელს მიშლის..ნეტა რას მიყურებს...ფანჯარაში გაიხედოს! ...მიღიმის კიდეც.. ღმერთო ჩემო!როგორ არ შევიმჩნიო,რომ ვბრაზობ? კიდევ გავხედე და ისევ გამიღიმა..ადგა და ჩემსკენ მოდის.. წიგნს დახედა..მერე სულ ახლოს მოვიდა და ყურში ჩამჩურჩულა: -მზად ვარ ცალი თვალით დავბრმავდე და ხეიბარი ვიყო,თუ ჯეინივით გეყვარები და სიცოცხლის ბოლომდე არ მიმატოვებ! -თქვენ არანორმალური ხართ! -შეიძლება(იღიმის)..-არ მოგწონთ ედვარდ როჩესტერი? -თქვენ ხომ ედვარდი არ ხართ?უკვე მეღიმება -რათქმაუნდა არა..მე დანიელი ვარ,მეგობრებისთვის დანი.. -ამელი...ძალიან სასიამოვნოა -მაინც რა არის სასიამოვნო? ისევ იღიმის -ის,რომ როჩესტერი არ ხართ და არ შემიყვარდებით,როგორც ჯეინს.. -ძალიან დარწმუნებულიც ნუ იქნებით ჩემო ძვირფასო..... -მგონი თქვენი თავდაჯერებულობა გადამეტებულია.. -ამას დრო გვიჩვენებს..ახლა კი ვფიქრობ,რა გავაკეტო,თქვენი გული რომ მოვიგო... -რა გააკეთოთ?..დავფიქრდები ერთი წუთით...მოვიფიქრე! თუ ფრანგულ,ხახვის სუფს შეჭამთ,ცოლად გამოგყვებით!! -რა საზიზღობაა!!ასე როგორ გამიმეტეთ ამელ?!! -სიყვარული ხომ უნდა დამიმტკიცოთ? -კარგი,თანახმა ვარ,თქვენს გამო ასეთი მსხვერპლი გავიღო!ხვალ საღამოს,პარიზის ერთ კარგ რესტორანში ვახშამზე გეპატიჟებით..ფრანგულ,ხახვის სუფზე...მანამდე კი,თქვენს გვერდით დავჯდები და თავს მოგაბეზრებთ ლაპარაკით,იმედია ამის უფლებას მაინც მომცემთ.. -კარგით,დარწმუნებული ვარ ,რომც არ მოგცეთ უფლება,მაინც თქვენსას არ დაიშლით,ამიტომაც ვეცდები ეს ორი საათი გისმინოთ.. ღმერთო ჩემო,ახლა რომ პიტერი მხედავდეს! როგორ გაბრაზდებოდა...თუმცა არაფერს ვაშავებ... ჰო,ვიცი,რომ ხვალინდელი ვახშმის შესახებ უნდა მოგიყვე.... დროებით..
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ))))) ესეიგი ლამაზი ხარ)დაგიფაროს ღმერთმა სერიული მკვლელებისგან)))) ))))) ესეიგი ლამაზი ხარ)დაგიფაროს ღმერთმა სერიული მკვლელებისგან))))
11. კი, თითქმის ყოველ "უიქენდზე" ტყეში, ბარში, პარკში სადმე ვიღაც მომაჩერდება ხოლმე და მიღიმის, მეც მივაჩერდები და მეც ვუღიმი... გავბრაზდები თუ მაგალითად სერიული მკვლელი (ეჭვმიტანილი, ძებნილი) მომაჩერდება და გამიღიმებს :D
მეც სასიამოვნო დღეს გისურვებ ))
კი, თითქმის ყოველ "უიქენდზე" ტყეში, ბარში, პარკში სადმე ვიღაც მომაჩერდება ხოლმე და მიღიმის, მეც მივაჩერდები და მეც ვუღიმი... გავბრაზდები თუ მაგალითად სერიული მკვლელი (ეჭვმიტანილი, ძებნილი) მომაჩერდება და გამიღიმებს :D
მეც სასიამოვნო დღეს გისურვებ ))
10. მადლობა კეთილგანწყობისთვის სერენა) ლამაზ საღამოს გისურვებთ) მადლობა კეთილგანწყობისთვის სერენა) ლამაზ საღამოს გისურვებთ)
9. გასაბრაზებელი კიარადა,კანონი შემოიღეს მიშტერებაზე...)))) ვხუმრობ)) უბრალოდ ხანდახან მართლა გამაღიზიანებელია უცხო ადამიანი რომ მოგშტერებია..არ ვიცი თუ გამოგიცდიათ,მაგრამ ასეა) ნუ სანამ არ გაიცნობ მანამდე მაინც..) ჯეინ ეარის გარდა იქ მისტერ როჩესტერიც არის და მე პირადად სიამოვნებით გავატარებდი ორ საათს და მეტსაც როჩესტერთან..იქნებ ცხოვრებასაც)))) გასაბრაზებელი კიარადა,კანონი შემოიღეს მიშტერებაზე...)))) ვხუმრობ)) უბრალოდ ხანდახან მართლა გამაღიზიანებელია უცხო ადამიანი რომ მოგშტერებია..არ ვიცი თუ გამოგიცდიათ,მაგრამ ასეა) ნუ სანამ არ გაიცნობ მანამდე მაინც..) ჯეინ ეარის გარდა იქ მისტერ როჩესტერიც არის და მე პირადად სიამოვნებით გავატარებდი ორ საათს და მეტსაც როჩესტერთან..იქნებ ცხოვრებასაც))))
8. შეფასებას მაინც მაღალს დავწერ +4, იმიტომ რომ კარგად გეხერხება ატმოსფეროს გადმოცემა და კიდე ამიტოაც :
"მიყვარს იმის მოლოდინი,თუ როგორ შემხვდებიან ბებო და სერჟი.მერე ყოველ საღამოს როგორ დავანთებთ ბუხარს" შეფასებას მაინც მაღალს დავწერ +4, იმიტომ რომ კარგად გეხერხება ატმოსფეროს გადმოცემა და კიდე ამიტოაც :
"მიყვარს იმის მოლოდინი,თუ როგორ შემხვდებიან ბებო და სერჟი.მერე ყოველ საღამოს როგორ დავანთებთ ბუხარს"
7. ნუ ჰო, პარიზი რომანტიკა და ასე შემდეგ... ოღონ ვერ მესმის ადამიანი თუ გიცქერს და გიღიმის რა არის აქ გასაბრაზებელი, მითუმეტეს რომ დარწმუნებული ვარ ამელის ბევრად ერჩივნა იმ ტიპთან გაეტარებია ის ორი საათი ვიდრე ასი წლის ჯეინ ეართან. (არადა საპირისპიროს წერს დღიურში, ალბათ ნამდვილი სურვილების დაწერის შეეშინდა)
ისეთი განცდა მაქ თითქოს ტელეპათიური უნარით დამაჯილდოვეს და თინეიჯერი გოგოს ოცნებები წამეკითხა.
ნუ ჰო, პარიზი რომანტიკა და ასე შემდეგ... ოღონ ვერ მესმის ადამიანი თუ გიცქერს და გიღიმის რა არის აქ გასაბრაზებელი, მითუმეტეს რომ დარწმუნებული ვარ ამელის ბევრად ერჩივნა იმ ტიპთან გაეტარებია ის ორი საათი ვიდრე ასი წლის ჯეინ ეართან. (არადა საპირისპიროს წერს დღიურში, ალბათ ნამდვილი სურვილების დაწერის შეეშინდა)
ისეთი განცდა მაქ თითქოს ტელეპათიური უნარით დამაჯილდოვეს და თინეიჯერი გოგოს ოცნებები წამეკითხა.
6. მე მომწონს დღიურების წერა.. მეც თითქმის ყოველდღე ვწერ.. უბრალოდ მგონია რომ მხოლოდ ჩემთვის არის ეს საინტერესო.....
და ზოგადად დღიური ყველაზე კარგად ასახავს ადამიანის ხასიათს... წერილშიც კარგად ჩანს ხასიათი.. მე მომწონს დღიურების წერა.. მეც თითქმის ყოველდღე ვწერ.. უბრალოდ მგონია რომ მხოლოდ ჩემთვის არის ეს საინტერესო.....
და ზოგადად დღიური ყველაზე კარგად ასახავს ადამიანის ხასიათს... წერილშიც კარგად ჩანს ხასიათი..
5. ოჰ ეს სმაილები :)
ოჰ ეს სმაილები :)
4. სერგეი,სმაილი მაინც მიაყოლეთ,ემოციას რომ მივხვდეთ))) სერგეი,სმაილი მაინც მიაყოლეთ,ემოციას რომ მივხვდეთ)))
2. ფრანგებს ხახვის სუფი არ ვიცი მარა, მჟავე კიტრის სუფი, რომ უყვართ ეს ნამდვილად ვიცი.
ფრანგებს ხახვის სუფი არ ვიცი მარა, მჟავე კიტრის სუფი, რომ უყვართ ეს ნამდვილად ვიცი.
1. პავშვური გატაცება.. :)
სასვენი ნიშნების მერე ჰარი იხმარე :) წარმატებები პავშვური გატაცება.. :)
სასვენი ნიშნების მერე ჰარი იხმარე :) წარმატებები
|
|
მონაცემები არ არის |
|
|