ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
4 თებერვალი, 2016


პირველი ღამე

მოჭედილია ცა ვარსკვლავებით,
ღამის ოთახში სანთელი იწვის,
მეხება ქალი შიშველ მკლავებით,
ერთგული ჩემი თვალების... მიწის.

ვართ სიყვარულით დაზაფრულები,
ცხადი სიზმარი გვგონია თითქოს,
ჩვენშიც ჰყვავიან გაზაფხულები
და ვუნაწილებთ ერთმანეთს სითბოს.

ღამე გრძნობების გაკვეთილია,
თუმც არ ვარ რამის მაძიებელი,
მისი სხეული ისე თბილია,
როგორც დედოფლის საძინებელი.

ცა ვარსკვლავებით არის შემკული,
სასთუმალთან კი სანთელი იწვის,
მეც თარაშივით შევალ ენგურში,
მის სიყვარულში თუ ვერ დავიწვი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები