ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: პოეზია
2 თებერვალი, 2016


ეს მე ვარ

     

გოგონას აღვიძებს დედიკოს ტირილი,
კვლავ ცარიელია საწოლი გვერდითა,
პატარა თითები სახეზე ფათურობს,
თათული დედიკოს ცრემლებს ხომ ვერ იტანს.
-მამა არ მოვიდა? - კითხულობს დილით და
შუბლზე ჩამოშლილ ურჩ კულულს აწვალებს,
-თუ კი აწყენინე, ბოდიში ვერ უთხარ?
მე, შენ და მამიკომ ხომ ასე მასწავლეთ? –
თვალებში ქალს ისევ ცრემლები უდგება,
თუმც ცდილობს ღიმილით შვილის დამშვიდებას,
აღმოხდა: არ უნდა ბოდიში რომ ვუთხრა,
და ცდილობს, პაწუკა, თავის არიდებას.
-დარეკე მამასთან! - გოგონას თვალებში
შიში და ტკივილი ერთბაშად სახლდება,
ტელეფონს ართმევს და ხელებიც ათრთოლდა,
მამა არ პასუხობს, გოგონა ბრაზდება.
ბოლოს როგორც იქნა, გაისმა უხეშად:
-რად რეკავ? რა გინდა? არ მოგწონს დუმილი?
-მამიკო, ეს მე ვარ, ძლიერ მომენატრე,
საღამოს ხომ მოხვალ? - ჟღურტულებს ყურმილი.
-დედიკო სულ ტირის, ბოდიში ხომ გითხრა,
ხომ კარგი გოგოა, ჩემსავით დამჯერე?
საღამოს მოდი და ისევ ვითამაშოთ,
ზღაპარი მითხარი, მე ნახატს გაჩვენებ.
კაცს ყელში რაღაცა ბურთივით ეჩრება,
თითქოს ხმა დაკარგა, ვერაფერს ვერ ამბობს,
-მამიკო, არ გესმის? ეს მე ვარ თათული,-
გოგონა გონზე მის მოყვანას კვლავ ლამობს.
ცხელ გულზე გოგონა არც გახსენებია,
გულში ჩხვლეტა იგრძნო, გაწითლდა სირცხვილით
-კი, მოვალ, მამიკო - ამოილუღლუღა,
მის სიამაყეზე წინ დადგა კვლავ შვილი.....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები