ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: შოთაგამგონეიშვილი
ჟანრი: პოეზია
7 თებერვალი, 2016


  ჩამოტვირთვა

ჯოკერი

ჯოკერი

მე გამართლება არ მჭირდება უმისამართოდ,
მე მისამართი დამიკარგავს უცხო მხარეში,
თქვენ შეგიძლიათ უმიზეზოდ გამასამართლოთ,
რათა მიზიდავს ასი გრამით მეტი თარეში. (მსმელი)

მე განათლებაც არ მჭირდება უმისამართოდ,
მე მუზისაგან გადავვარდი რითმის ვალებში,
თქვენ შეგიძლიათ ეს ვალები გამისამმაგოთ,
მაგრამ უჩემოდ რას გახდებით უცხო ქალებში. (პოეტი)

მე კი მუზა ვარ, მეთვითონ ვარ უმისამართო,
გულის არევის პერსპექტივით ვინმეს ტუალეტში,
არ მიჩხუბია პოეტებთან მე უსამართლოდ,
ფხიზელ პოეტებს ვენაცვალე ფხიზელ თვალებში.
(მუზა)

თქვენ შეგიძლიათ ანგარიში გამითანაბროთ,
როცა ვიჯდებით მე და მუზა თქვენთან "პარებში",
მოვა დამთვრალი თქვენი "პარა" და ვითამაშოთ,
სადმე უცხოურ მიტოვებულ ავტოფარეხში. (ალტერეგო)

და ეს ოთხივე ჩამისახლდა მე უსახკლაროდ,
მე კი ხანდახან ოთხივეთი მომწონს თარეში,
თამაში მორჩა წაგებული უმისამართოდ,
გასასვლელს ვეძებ მიტოვებულ ავტოფარეხში.
(მე)(წავაგე)

ოთხივე მე და ნაწილი პირველი.
შოთა გამგონეიშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები