ნაწარმოებები



ავტორი: ლელა-65
ჟანრი: პოეზია
9 თებერვალი, 2016


ვილაპარაკოთ სიყვარულზე...

ვილაპარაკოთ სიყვარულზე?
ვილაპარაკოთ...
ოღონდ დავიწყოთ იმით შენ რა გაგემეტება,
რამდენიხანი გაგვიძლია უერთმანეთოთ,
როდის გვიგრძვნია ერთმანეთში თავი ღმერთებად....

როდის ვყოფილვართ უსიტყვობის მუნჯი მონები...
და ვის აწყობდა ან ასეთი თუნდაც მონობა
ან შეცდომების უშეცდომოდ განმეორებით,
როდის მივიღეთ მეტობა და ხან ნაკლებობა...

ვილაპარაკოთ სიყვარულზე? ვილაპარაკოთ...
როცა ერთმანეთს გრძნობებისგან დაღლას შევატყობთ,
უერთმანეთოთ გასაძლები როცა გავა დრო
მერე დავჯდეთ და სიყვარულზე  ვილაპარაკოთ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები