ნაწარმოებები


დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თაზო ქიზიყელი
ჟანრი: პოეზია
14 თებერვალი, 2016


პატარა ქალო

რა უცნაური ვინმე ყოფილხარ,
ლამაზთვალება, პატარა ქალო,
ასე მგონია, გულში მყოლიხარ
ფიქრისას მუდამ, რომ მომეძალო.

ცას მოწყვეტილი მადლად მოდიხარ,
მწყურვალს ბაგეზე, რომ დამენამო.
ასე უგონოდ ჯერ არ მდომიხარ,
არ მინდა ბოლოს შენც დამენანო.

ყველაზე წმინდა სული მგონიხარ,
როგორც უმანკოს, მსურს მოგეძალო.
სასწაულივით გიმზერ, მოვი ხარ,
ვით უფალს, მინდა, რომ მოგეახლო.

რა უცნაური ვინმე ყოფილხარ,
ლამაზთვალება, პატარა ქალო,
განთიადს სხივად ამოჰყოლილხარ,
რომ ყოველ დილას ისევ მეახლო.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები