ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ლელა-65
ჟანრი: პოეზია
15 თებერვალი, 2016


"ვენდეტა"

ირონიულად მიღიმის პადრე,
მე, ჩემი ღმერთით ვესწრები მესას...
მას უნდა ერთი უფალი გვწამდეს,
მე მინდა ამ ღმერთს სიმშვიდე ერქვას.

ჩემს გვერდით სკამზე ქირქილებს ქალი
(ფიქრშიც კი მიჭირს მისი დანდობა)
დაკეტეთ ჩემთვის აღსავლის კარი,
აქაც დაკეტეთ სანტა მადონა.

სიცილიური "ვენდეტა" მითრევს,
თუ გაყინული სისხლის ბრალია...
ვაგროვებ ქარში გაფანტულ თითებს
და პირჯვარს ვიწერ წმინდა მარიამ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები