 | ავტორი: თოლიგე ჟანრი: პოეზია 16 თებერვალი, 2016 |
ელოდებიან მოსვლას სუსხის და დაზამთრების, ჩვეულებრივად, ივრისპირა ვარდკაჭაჭები... ნეტავი, ახლა დამაძინა და გამაღვიძა, როცა გაზაფხულს შეხვდებოდა ზეცა და მიწა, მერე კი ტკბილი სოფლის სახლის ღია ფანჯრიდან ვაშლის ტოტები თეთრ ყვავილებს შემომაწვდიდნენ და შენს ტუჩებს კი მწიფე ვაშლის ექნება გემო... ჰო, მერე, მერე გავფარფატდე იქ, მთების ზემოთ, (პეპლებიც ასე ფარფატებენ, მერე კვდებიან...) ტიტველ მთაზე რომ მატიტელა ბალახებია, დავწვე, მთელ ცაზე გაბნეული ვმწყემსო ღრუბლები, თვალი ვადევნო ბეღურების გამიჯნურებას. როგორც სურვილი _ ავადობა განუკურნელი, ველური პიტნის ყვავილების მჭახე სურნელი, ობობის ქსელის გამოაღწევს ფაქიზ ნაქსოვებს, ბაბუაწვერას შეხებასაც დაიმახსოვრებს. ვერ დავიჯერებ, როგორ უნდა დადგეს უკუნი, თუკი გიყვარს და თან კაშკაშა ვარსკვლავს უყურებ?! მე მეგონება, რომ ზღაპარმა ფეხი აიდგა და გზას დაადგა, იცის, ეს გზა მიდის საითკენ _ მობეზრდა თითქოს ხეტიალი ზღაპარს კარდაკარ და ამ პატარა ღელის პირას მშვიდად დასახლდა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. ყველას _ დიდი მადლობა! <3 ყველას _ დიდი მადლობა! <3
14. მაგარია. ჩემს სულთანაა ახლოს მაგარია. ჩემს სულთანაა ახლოს
13. თოლიგე ... ^-----^ თოლიგე ... ^-----^
12. მესმიამოვნა ამ ლექსის კითხვა :* ჩემო თოლიგე <3 მესმიამოვნა ამ ლექსის კითხვა :* ჩემო თოლიგე <3
11. მომეწონა, ვისიამოვნე ლექსით, წარმატბები ავტორს. +5 მომეწონა, ვისიამოვნე ლექსით, წარმატბები ავტორს. +5
10. უდიდესი მადლობა თავფურცელისთვის მკითხველს და შემფასებელს! უდიდესი მადლობა თავფურცელისთვის მკითხველს და შემფასებელს!
9. მადლობები ჩამოგირიგეთ, გავიხარე :) მადლობები ჩამოგირიგეთ, გავიხარე :)
8. სულ გულაჩქროლებულმა მოვიარე ახლა მთელი ივრისპირეთი.
"ზღაპარ იყო"-სავით იყო. სულ გულაჩქროლებულმა მოვიარე ახლა მთელი ივრისპირეთი.
"ზღაპარ იყო"-სავით იყო.
7. მშვიდი მელოდია, პატარ-პატარა ღელვებით და გულის აჩქროლებებით.
მერე კი ტკბილი სოფლის სახლის ღია ფანჯრიდან ვაშლის ტოტები თეთრ ყვავილებს შემომაწვდიდნენ - კადრი...
მატიტელა ბალახებიც კი რა ლამაზია :) მშვიდი მელოდია, პატარ-პატარა ღელვებით და გულის აჩქროლებებით.
მერე კი ტკბილი სოფლის სახლის ღია ფანჯრიდან ვაშლის ტოტები თეთრ ყვავილებს შემომაწვდიდნენ - კადრი...
მატიტელა ბალახებიც კი რა ლამაზია :)
6. ძალიან ლამაზია...ზღაპრულად...:-* 5 ძალიან ლამაზია...ზღაპრულად...:-* 5
4. მიყვარს ზღაპრები:) ჰო:) მიყვარს ზღაპრები:) ჰო:)
3. 1. და შენს ტუჩებს კი მწიფე ვაშლის ექნება გემო... ჰო, მერე, მერე გავფარფატდე იქ, მთების ზემოთ :)
2. და ბოლო სტროფი! ძალიან მომეწონა :) 1. და შენს ტუჩებს კი მწიფე ვაშლის ექნება გემო... ჰო, მერე, მერე გავფარფატდე იქ, მთების ზემოთ :)
2. და ბოლო სტროფი! ძალიან მომეწონა :)
2. მე მეგონება, რომ ზღაპარმა ფეხი აიდგა და გზას დაადგა, იცის, ეს გზა მიდის საითკენ _ მობეზრდა თითქოს ხეტიალი ზღაპარს კარდაკარ და ამ პატარა ღელის პირას მშვიდად დასახლდა.
კარგი ლექსია 5 მე მეგონება, რომ ზღაპარმა ფეხი აიდგა და გზას დაადგა, იცის, ეს გზა მიდის საითკენ _ მობეზრდა თითქოს ხეტიალი ზღაპარს კარდაკარ და ამ პატარა ღელის პირას მშვიდად დასახლდა.
კარგი ლექსია 5
|
|
მონაცემები არ არის |
|
|