ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
17 თებერვალი, 2016


სა-თავისო

ნურავის ანდობ გულის ხვაშიადს,
შენ თავს უამბე, არსად გაგამხელს.
შენ უკეთ იცი საქმე რაშია,
იმდენი რამ გაქვს უკვე ნანახი...
გუშინ დამარხულ ნდობას გაფიცებ,
გამოუკეტე კარი სიჩვილეს.
სულაც არ მინდა გახდე ნარცისი,
ცოტა ხნით შენი თავი იშვილე...
თავს უპატრონე, როგორც მარტოსულს,
უსწორზე ნასწორ გზებზე ნატარებს.
ვინ რატომ უყვარს ანდა რატომ სძულს,
მოაყოლე და წყალს გაატანე...
ზოგჯერ ბავშვობაც მოისაკლისე,
ამ ერთფეროვან დღეთა მკურნავი.
ფიქრს გაუძეხი ხსოვნის სახლისკენ,
ნურც დაგხვედრია შიგნით ნურავინ!..
ამოალაგე წლების აბგიდან,
ობშეპარული რწმენის ნამცეცი.
თავს დაუჯერე, სხვა მწე არ გინდა,
გუშინ გარდაცვლილ ნდობას გაფიცებ!!!
              16.02.16














კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები