ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
22 თებერვალი, 2016


დამრჩა მხოლოდ საფლავები

მაშინ, როცა ცხრათვალა მზე
არემარეს მოსავდა,
ჩემი გული დედის გარდა
ბებიასაც ლოცავდა.

ბაბუა კი ცალკე ვლოცე,
როგორც კაცმა კაცი და...
აღარ მყვანან... მათ გარეშე
თბილი კერაც გაცივდა.

დამრჩა მხოლოდ საფლავები,
ნუგეშს ვჰპოვებ წერაში,
ცოცხლებს ღმერთი შეგვეწიოს,
გავძლიერდეთ რწმენაში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები