ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ლელა-65
ჟანრი: პოეზია
22 თებერვალი, 2016


"ბონ ჯორნო" სინიორ..

ქუჩიდან უცხო სიტყვები ისმის,
ტელევიზორი გადმოსცემს მესას...
ბოლო დროს სიტყვის შემიჩნდა შიში,
ასე მგონია ვეღარ ვწერ ლექსსაც.
ქოთნის ყვავილის სიმშვიდე მიკვირს,
(ახლავს ასეთი სიმშვიდე მიწას)
საკუთარი რომ აღარ მაქვს სხვისი,
გაგრილებულიც ხელისგულს მიწვავს.
"ბუონ ჯორნო" სინიორ, მგონი  გიღიმით...
სევდიანია ღიმილი თუმცა,
თქვენ მე შემომხვდით გზაზე ამ დილით,
გთხოვთ გამიღიმეთ და ღმერთი თუ გწამთ,
ნუ დამამადლით ცარიელ ფურცელს
(ავე მარიას გალობენ სადღაც)
ჩემი რომ ერქვა შორია ის ცა,
თუმცა ეს უკვე მადარდებს აღარც...
ღამეს ოცნების სიმპტომი ახლავს,
მე, ვცდილობ ეგებ დავწერო ლექსი,
გავყვირი სხვა დროს ჩურჩულით ნათქვამს
და ჩემი ახლა არავის ესმის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები