ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
29 თებერვალი, 2016


დ ე დ ა ე ნ ი ს ბაღთან

დაღლილმა  გუშინ,
,ჩავუარე  დედაენის  ბაღს.
იის  ნაკრძალი 
ამშვენებდა,  ზემოთ ზეცის  თაღს.
მე  ვაღიარებ,
გულგრილობას  ვერ  დავიბრალებ
მიიპყრო  თვალი
იმ  ადგილმა  ია,  რომ იდგა.
ცრემლი  სცვიოდა
ცას  გაკიდულ  ყმაწვილს  უწვეთოდ,
თქვა  შეუძლოა-
ეკლესია  სადმე  უბეროდ.
ნაძვებში  ჩიტი,
ჟღურტულ-ჟღურტულ  მიჯნურს  იხმობდა.
მიწა  თავისთვის,
სისხლგამშრალი  სულს  ღაფავდა
და წყალს  ითხოვდა.
ცოტა  შევჩერდი,
ბაღი  მზეზე  გვერდებს  ითბობდა
და  თებერვალშიც
მარტი უკვე,  კაბას  იმკობდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები