ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თაზო ქიზიყელი
ჟანრი: პოეზია
1 მარტი, 2016


იისფერი მარტი

გაზაფხული მალე მოვა გულო,
მოიშორე ეგ თებერვლის სუსხი,
წელს იისფერ კაბას იცვამს მარტი
და საკინძის ღილებს ვინ ჩაუხსნის?!

ნაზამთრ ფერებს ნეტავ რას დასცქერი?
ყოჩივარდებს წაულეკავთ მდელო
და ალუბლის წამოჩიტულ კვირტებს
ისევ სურთ რომ ქარმა გაახელოს!

მოარიდე ნაღვლიანი მზერა,
მთის წვერიდან ჩამონაზვავ ჭრელებს,
წელს იისფერ კაბას იცვამს მარტი,
მოვა და სულს ვნებით აგიჭრელებს!...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები